ProFTPD სერვერის ინსტალაცია/კონფიგურაცია

     FTP სერვერების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია დავაკავშიროთ ჩვენი ლოკალური კომპიუტერი და ვებ სერვერი. ProFTPD FTP სერვერია UNIX/LINUX სერვერებისთვის, რომელიც გამოირჩევა სიმარტივითა და ეფექტურობით, ამ ყველაფერთან ერთად კი იგი უფასოცაა.

ამ სტატიაში მე ვეცდები აგიხსნათ თუ როგორ გავმართოთ ProFTPD სერვერი. გაითვალისწინეთ! მე ვიყენებ Debian 8, ასე რომ ჩემს მიერ აქ დაწერილი ბრძანებები შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენთვის საჭირო ბრძანებებისგან თუ არ იყენებთ იგივე Linux-ის იგივე ვერსიას.

  • ProFPTD სერვერის ინსტალაცია
 პირველ რიგში სასურველია, რომ უკვე არსებული პაკეტები განვაახლოთ, რადგან თავი დავიზღვიოთ ზედმეტი პრობლემებისგან. აუცილებელია ვიყოთ root მომხმარებელი ან ვფლობდეთ sudo უფლებებს.
# apt-get update
# apt-get upgrade
შემდეგი მარტივი ბრძანებით კი ვაყენებთ ProFTPD სერვერს.
# apt-get install proftpd
ინსტალაციის დროს ProFTPD შეგეკითხებათ, თუ როგორ რეჟიმში გაეშვას. აარჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც თქვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

სსსსსსსსსსქქქქქქქქქრრრრრრრრრიიიიიიიიიიინნნნნნნნნ



  • ProFTPD სერვერის კონფიგურაცია
 სანამ მის გამოყენებას დავიწყებთ, აუცილებელია რაღაც ცვლილებები შევიტან მის კონფიგურაციაში. ProFTPD-ს კონფიგურაციის ფაილი შემდეგ მისამართზე ინახება /etc/proftd/proftpd.conf ვხსნით მას ნებისმიერი რედაქტორით და ცვლილებები შეგვაქ შემდეგ დირექტივებში:

  • ServerName: შეგიძლიათ სერვერს დაარქვათ თქვენთვის სასურველი სახელი ან დატოვოთ ხელუხლებელი.
  • UseIPV6: შეგიძლიათ მას მიანიჭოთ მნიშვნელობა "off", იმ შემთხვევაში თუ არ იყენებთ IPv6 ტიპის IP მისამართებს.
  • DefaultRoot: გააქტიურეთ ეს დირექტივა მის წინ '#' სიბოლოს მოშლით.
  • RequireValidShell: გააქტიურეთ ეს დირექტივა წინას მსგავსად და მისი მნიშვნელობა შეცვალეთ "off"-დან "on"-ზე. ან დირექტივით მომხმარებლებს ეძლევათ საშუალება გაიარონ აუტორიზაცია.
  • AuthOrder: გააქტიურეთ ეს დირექტივა წინა ორის მსგავსად, რათა მომხმარებლებს უფლება მისცეთ აუტორიზაცია გაიარონ ლოკალური პაროლით.
  • Port: ეს დირექტივა განსაზღვრავს პორტს, სტანდარტულად ftp სერვერები ოცდამეერთე პორტს იყენებენ, მაგრამ სურვილისამებრ შეგიძლიათ შეცვალოთ მისი მნიშვნელობა.
  • Systemlog: ლოგ ფაილების შესანახი დირექტორია, შეგიძლიათ შეცვალოთ სურვილისამებრ.
ცვლილებების შენახვის შემდეგ აუცილებელია გადავტვირთოთ სერვერი შემდეგი ბრძანებით
# service proftpd restart
ინსტალაციის დროს ავტომატურად იქნმება მომხმარებელი სახელად proftpd, თუ კი თქვენ აუტორიზაცია აუცილებელი გახადეთ კონფიგურაციაში სასურველია მას მინიჭოთ პაროლი.

# passwd proftpd
სულ ეს არის. თუ ყველაფერი ინსტრუქციების მიხედვით გააკეთეთ წესით სერვერი გამართულია და მუშაობს. მასზე შესასვლელად კი თქვენი ბრაუზერიდან შედით შემდეგ მისამართზე.
ftp://ipaddress                                         [თქვენს ლოკალურ IP ადრესსზე]
ან
ftp://domain.com                                     [ან თუ დომენს ფლობთ თქვენს დომეინზე.]

scrinnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnn

შესვლის შემდეგ შეიყვანეთ მომხმარებელი proftpd და პაროლი, რომელიც რამოდენიმე წამის წინ შევქმენით.

scrinnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnnn
  • ProFTPD-ს მომხმარებლების დამატება
 ალბათ შეამჩნიეთ, რომ ავოტრიზაციის გავლის შემდეგ თქვენ აღმოჩნდით proftpd მომხარებლის პირად დირექტორიაში, რაც ჩვენთვის დიდად გამოსადეგი არ გახლავთ. ამიტომაც ახლა განვიხილავ, თუ როგორ დავამატოთ ახალი მომხმარებელი მისი პირადი დირექტორიით.
პირველ რიგში ვამატებთ მომხმარებელს სასურველი სახელით. მე შევარჩიე pro1
# useradd pro1
მისთვის პაროლის შესარჩევად ვიყენებთ შემდეგ ბრძანებას.
# passwd pro1
და ვუცვლით მას პირად დირექტორიას სურვილისამებრ.
# usermod -m -d /pro1
სულ ესაა. ამის შემდეგ აუცილებელია გადავტვირთოთ სერვერი და უკვე შეგვიძლია ახალი მომხმარებლით ავტორიზაცია.
# service proftpd restart




Comments

  1. The Lucky Club Lucky Club is a new VIP program for Australian
    We've been working to make the club more friendly, and a few tweaks at times, but our mission is to make the Club luckyclub better.

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

NTP სერვერის/კლიენტის ინსტალაცია და კონფიგურაცია