Posts

Showing posts from July, 2017

NTP სერვერის/კლიენტის ინსტალაცია და კონფიგურაცია

Image
      NTP ანუ Network Time Protocol წარმოადგენს სხვადასხვა კომპანიებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას მათ მფლობელობაში მყოფი სისტემების რეალური დროის დასინქრონებისთვის. დროის სინქრონირება მნიშვნელოვანია ბევრი რამის გამო დაწყებული უსაფრთხოებიდან დამთავრებული log ჩანაწერებით. როდესაც კომპანიის სისტემები სხვადასხვა დროს იყენებენ ძალიან რთულდება შექმნილი პრობლემის აღმოფხვრა, რადგან რთულია ზუსტად დავადგინოთ რა პირობებში ვლინდება პრობლემა. NTP წარმოადგენს მარტივ გზას სისტემების დროის დასასინქრონებლად, რასაც მომავალში შეუძლია გაამარტივოს სისტემური ადმინისტრატორის ცხოვრება. NTP -ს   მუშაობის პრინციპი მარტივია, მას აქვს მითითებული სერვერები საიდანაც უნდა "წამოიღოს" დრო, ამ სერვერებს კი 'stratum 0' სერვერები ეწოდებათ. ყველა დანარჩენი NTP სერვერი ამ დროს ხდება ნაკლებად პრიორიტეტული, იმის მიხედვით თუ რამდენად შორს არიან ისინი მითითებული სერვერისგან. NTP-ს ჯაჭვი იწყება stratum 1 -ით, რომელიც ყოველთვის პირდაპირ არის მიერთებული stratum 0 სერვერზე. ხოლო აქიდან სხვა დაბალი დონის st