Posts

Showing posts from September, 2017

ProFTPD სერვერის ინსტალაცია/კონფიგურაცია

Image
      FTP  სერვერების დახმარებით ჩვენ შეგვიძლია დავაკავშიროთ ჩვენი ლოკალური კომპიუტერი და ვებ სერვერი. ProFTPD FTP სერვერია UNIX/LINUX სერვერებისთვის, რომელიც გამოირჩევა სიმარტივითა და ეფექტურობით, ამ ყველაფერთან ერთად კი იგი უფასოცაა. ამ სტატიაში მე ვეცდები აგიხსნათ თუ როგორ გავმართოთ ProFTPD სერვერი. გაითვალისწინეთ! მე ვიყენებ Debian 8,  ასე რომ ჩემს მიერ აქ დაწერილი ბრძანებები შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენთვის საჭირო ბრძანებებისგან თუ არ იყენებთ იგივე Linux-ის იგივე ვერსიას. ProFPTD სერვერის ინსტალაცია  პირველ რიგში სასურველია, რომ უკვე არსებული პაკეტები განვაახლოთ, რადგან თავი დავიზღვიოთ ზედმეტი პრობლემებისგან. აუცილებელია ვიყოთ root მომხმარებელი ან ვფლობდეთ sudo უფლებებს. # apt-get update # apt-get upgrade შემდეგი მარტივი ბრძანებით კი ვაყენებთ ProFTPD სერვერს. # apt-get install proftpd ინსტალაციის დროს ProFTPD შეგეკითხებათ, თუ როგორ რეჟიმში გაეშვას. აარჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც თქვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს. სსსსსსსსსსქქქქქქქქქრრრრრრრრრიიიიიიიიიიინნნნნნნნნ